Radiotavisupleba.ge
Radiotavisupleba.ge – საიტი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს.
აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს.
რადიო თავისუფლება ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) მისიაა დემოკრატიული ფასეულობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების.
ასევე ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ახალი ამბების გაშუქებითა და გავრცელებით ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი პრესა მთავრობის მიერაა აკრძალული ან სრულად არ არის ჩამოყალიბებული.
რთე/რთ-ის ჟურნალისტები მრავალ ადამიანს აწვდიან იმას, რაზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ საკუთარ ქვეყნებში: ინფორმაციას ცენზურის გარეშე და ღია დისკუსიას.
რთე/რთ ისწრაფვის, მიაღწიოს ობიექტური ჟურნალისტიკისა და ფაქტების გაშუქების უმაღლეს სტანდარტებს ისე, რომ არ დაჰყვეს ზეწოლას ან გავლენის მცდელობებს.
მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა – დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.
ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამაყობს არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიციით და ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის – 1953 წლის მარტიდან – ქართულად.