ავიაბილეთები იაფად

ჭდე: imedinews

  • imedi news axali ambebi

    Imedinews.ge

    Imedinews.ge  – „იმედის“ ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული ქართულენოვანი საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა. ვებგვერდი ფუნქციონირებს 2017 წლის იანვრიდან.

    2016 წლის ზაფუხლში ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი. ამ დროისთვის ტელეარხს ინტერნეტში ვებგვერდის სახით გააჩნდა პლატფორმა imedi.ge, რომელზეც არხი ათავსებდა ტელევიზიის ვიდეოკონტენტს და მხოლოდ შეზღუდულად – ადგილობრივ ახალ ამბები -ს ბეჭდური სახით.

    ტელევიზიის ბაზაზე შეიქმნა ბეჭდური ინტერნეტ-გამოცემა, რომელსაც უნდა მოეცვა ახალი ამბები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროდან, ასევე შემეცნებითი და გასართობი კონტენტი.

    პროექტის ტექნიკურ აღმასრულებლად დაინიშნა გიორგი ქოროღლიშვილი, ვებგვერდის მთავარ რედაქტორად – ჟურნალისტი თეონა გეგელია, რომელმაც ამ პოზიციაზე 2020 წლის თებერვლამდე იმუშავა.

    imedinews.ge“ რედაქცია არამხოლოდ თავად ქმნის, არამედ არჩევს მკითხველისთვის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს და საინტერესო ცნობებს ქართული და უცხოური მედიასივრციდან.

    გამოცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმების პრინციპი, ამიტომ დადასტურებული წყაროები მონიშნულია სიტყვით „სანდო წყარო“, გადაუმოწმებელი კი – სიტყვით „დაუდასტურებელი“.

    + Imedinews.ge

ყველა კატეგორია

ავიაბილეთები იაფად