aviabiletebi

უცნობი საიტები, რომლებიც დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ

სიახლეები

თუ გაქვს თავისუფალი დრო და გსურს ეს დრო უაზროდ არ დახარჯო და რაიმე საინტერესო საიტს ესტუმრო, ეს სწორედ შენთვისაა. ჩვენ ჩამოგითვლით საინტერესო და თქვენთვის უცხო საიტებს, რომელბიც დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. localingual.com – ამ საიტზე მოუსმენთ, თუ როგორ ჟღერს სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნები და ასევე გაიგებთ რა ჰქვია ამ ქვეყანა სხვადასხვა ენაზე;

2. driveandlisten.herokuapp.com – ამ საიტის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად ისეირნოთ მანქანით მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში და მოუსმინოთ ადგილობრივ რადიოს;

3. window-swap.com – ამ საიტის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მომხმარებლები პირდაპირ ეთერში გვიჩვენებენ მათი ფანჯრებიდან დანახულ ხედს;

4. radio.garden – აქ თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს გლობუსზე ამორჩეული ნებისმიერი ქვეყნიდან;

5. earthcam.com – საიტი მსოფლიოში არსებული უამრავი სათვალთვალო კამერით, ასევე საიტზე არის საქართველოში არსებული რამდენიმე კამერაც;

6. marinetraffic.com – აქ თქვენ ნახავთ ყველა ხომალდს, რომელიც მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეეებში გადაადგილდება, ასევე ნახავთ სად მიდნიან და როგორ გამოიყურებიან ვიზუალურად.

7. flightradar24.com – გიჩვენებთ ყველა თვითმფრინავს, რომელიც ამ მომენტისათვის ჰაერში იმყოფება. ასევე გიჩვენებთ მიმართულებას, საწყის მდებარეობას, თვითმფრინავის ვიზუალს და ა.შ.

ყველა კატეგორია

aviabiletebi