Brandnews.ge არის საინფორმაციო სააგენტო Brandnews.ge დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის ვებ-გვერდი, რომელიც გაწვდით ინფორმაციას რელიგიაზე, ასტროლოგიასა და დიეტაზე. ასევე გაძლევთ საშუალებას გქონდეთ წვდომა ქვეყანაში მიმდინარე ახალ ამბებზე.
Imedinews.ge – „იმედის“ ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული ქართულენოვანი საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა. ვებგვერდი ფუნქციონირებს 2017 წლის იანვრიდან.
2016 წლის ზაფუხლში ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი. ამ დროისთვის ტელეარხს ინტერნეტში ვებგვერდის სახით გააჩნდა პლატფორმა imedi.ge, რომელზეც არხი ათავსებდა ტელევიზიის ვიდეოკონტენტს და მხოლოდ შეზღუდულად – ადგილობრივ ახალ ამბები -ს ბეჭდური სახით.
ტელევიზიის ბაზაზე შეიქმნა ბეჭდური ინტერნეტ-გამოცემა, რომელსაც უნდა მოეცვა ახალი ამბები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროდან, ასევე შემეცნებითი და გასართობი კონტენტი.
პროექტის ტექნიკურ აღმასრულებლად დაინიშნა გიორგი ქოროღლიშვილი, ვებგვერდის მთავარ რედაქტორად – ჟურნალისტი თეონა გეგელია, რომელმაც ამ პოზიციაზე 2020 წლის თებერვლამდე იმუშავა.
„imedinews.ge“ რედაქცია არამხოლოდ თავად ქმნის, არამედ არჩევს მკითხველისთვის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს და საინტერესო ცნობებს ქართული და უცხოური მედიასივრციდან.
გამოცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმების პრინციპი, ამიტომ დადასტურებული წყაროები მონიშნულია სიტყვით „სანდო წყარო“, გადაუმოწმებელი კი – სიტყვით „დაუდასტურებელი“.
fortuna.ge რადიო ”ფორტუნა” 22 წლის სტაბილური რეიტინგის მატარებელი რადიოსადგურია, რომლის ნდობის კოეფიციენტი საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება.
”ოქროს სტანდარტი FM-ზე” – ეს სლოგანი პასუხობს რადიოსადგურის დაარსებიდან დამკვიდრებულ მოთხოვნას – შევთავაზოთ მსმენელს და საქმიან პარტნიორებს მაღალი ხარისხის პროდუქცია.
”ფორტუნა” განაპირობებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, წამყვანი ბიზნეს-კომპანიებისა და ზოგადად, რადიომსმენელის მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი რადიოსადგურის მიმართ.
ესაა მხოლოდ ოქროს ჰიტებით შეზავებული მუსიკალური ფორმატის რადიო, რომლის მუსიკალურ არქივიშია 60-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ჰიტები.
ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივ-შემეცნებითი გადაცემების დეფიციტს განიცდის. ჩვენი ამოცანაა, მსმენელმა მაქსიმალურად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და სხვა თემების გარშემო.
სწორედ ამიტომ რადიოსადგურს გააჩნია ძალიან მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს 22 წლიანი აქტიური მუშაობის შედეგია. ამას მოწმობს უამრავი წამრატებული პროექტი, რომელიც დღემდე გადის რადიო ”ფორტუნას” ეთერის მეშვეობით.
Radiotavisupleba.ge – საიტი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს.
აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს.
რადიო თავისუფლება ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) მისიაა დემოკრატიული ფასეულობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების.
ასევე ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ახალი ამბების გაშუქებითა და გავრცელებით ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი პრესა მთავრობის მიერაა აკრძალული ან სრულად არ არის ჩამოყალიბებული.
რთე/რთ-ის ჟურნალისტები მრავალ ადამიანს აწვდიან იმას, რაზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ საკუთარ ქვეყნებში: ინფორმაციას ცენზურის გარეშე და ღია დისკუსიას.
რთე/რთ ისწრაფვის, მიაღწიოს ობიექტური ჟურნალისტიკისა და ფაქტების გაშუქების უმაღლეს სტანდარტებს ისე, რომ არ დაჰყვეს ზეწოლას ან გავლენის მცდელობებს.
მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა – დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.
ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამაყობს არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიციით და ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის – 1953 წლის მარტიდან – ქართულად.
Presa.ge – საიტი კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი აერთიანებს პოპულარულ და მაღალრეიტინგულ ინტერნეტ მედია რესურსებს.
მათ შორისაა: itv.ge, droni.ge, presa.ge, people.ge, internet.ge, radio.ge, sportline.ge, fashionline.ge და სხვა…
presa.ge – კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ პორტალია, რომელიც თავის მრავალრიცხოვან აუდიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში საინტერესო მასალებს სთავაზობს.
ჩვენი კომპანიის მიზანი ინტერნეტ მედია ბიზნესის განვითარება და ინფორმაციის მომხმარებლისათვის უსწრაფესად მიწოდებაა.