ტირტირი კორეული თავის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია, რომელიც დეკორატიული მაკიაჟისა და კანის მოვლის ელემენტებს აერთიანებს. ბრენდის ცნობილი Mask Fit Red Cushion ხანგრძლივ დაფარვას, ღრმა დატენიანებასა და SPF დაცვას უზრუნველყოფს. ბრენდი კონკურენტებისგან სუფთა ფორმულებით და აქტიური ინგრედიენტებით გამოირჩევა, მათ შორის, Milk Skin Toner, SOS Serum და Ceramic Cream.
სილამაზის ინდუსტრია იმდენად სწრაფად იცვლება, რომ შეუძლებელია, ყველა სიახლეს თვალი ვადევნოთ. მაგრამ ისეთი ბრენდებიც არსებობს, რომლებიც ყურადღების მიღმა უბრალოდ ვერ დაგვრჩება.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ბრენდს გაგაცნობთ და მოგიყვებით ყველაფერს, რაც კორეული სილამაზის ეტალონზე, ტირტირზე უნდა იცოდეთ.
რა არის TIRTIR?
ტირტირი კორეული თავის მოვლის ბრენდია, რომლის ფილოსოფიაც თავად სახელშია შეჯამებული:
TIR: Trust, In, Radiance.
ბრენდი ქმნის ე.წ. ,,კანზე მზრუნველ” მაკიაჟის პროდუქტებს. თუ რას ნიშნავს ეს, სტატიის მომდევნო ნაწილში უკეთ გაიგებთ.
პროდუქციის ფორმულირება
სილამაზის ინდუსტრიის განვითარების კვალდაკვალ ბრენდის შესაფასებლად სპეციალისტები უკვე აქტიურად სვამენ შემდეგ კითხვას:
- როგორ მიემართება ბრენდი მაკიაჟსა და კანის მოვლას შორის არსებულ საზღვარს?
ტირტირი ხსენებულ ზღვარს თითქმის სრულად აქრობს. თითოეული პროდუქტი, მათ შორის, დეკორატიული კოსმეტიკაც კი, შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს და ამგვარად იძენს მეორე დანიშნულებას, ანუ კანზე ზრუნვას.
ამასთან ერთად, ბრენდი არ იყენებს მავნე ნივთიერებებს, მათ შორის:
- პარაბენებს
- სულფატების
- საღებავებს
- სპირტს
- სილიკონს
მართლაც, დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც მომენტალურ ვიზუალურ ეფექტს არ სჯერდება და კანის გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს, სამართლიანად მიიჩნევა რევოლუციურ პროდუქტად; მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ tirtir ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
მაკიაჟის ხაზი
შეიძლება ითქვას, რომ მაკიაჟის ხაზი ბრენდის საკულტო პროდუქტის, Mask Fit Red Cushion-ის გარშემოა შექმნილი. კუშონი ტირტირის ფილოსოფიის იდეალური გამოხატულებაა და აი, რატომ:
- ეფექტურად ატენიანებს კანს
შემადგენლობას თუ გადავავლებთ თვალს, პირველს ნიაცინამიდსა და ჰიალურონს შევხვდებით. ამ ორი მჟავის კომბინაციის დამსახურებაა, რომ პროდუქტს ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი აქვს.
ამის გარდა, ინგრედიენტების სრულ სიაში ვიპოვით პროპოლისის, ჰიბისკუსისა და ვარდის ყვავილის ექსტრაქტებს. არა-პროფესიონალი თვალისთვის ეს ინგრედიენტები შეიძლება უცხო იყოს, მაგრამ კანის მოვლის სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ სიის გამო ტირტირის კუშონი უფრო დამატენიანებელ საშუალებას ჰგავს, ვიდრე ტონალურს.
- ბუნებრივად ფარავს კანს
კანს ფარავს სრულად, მაგრამ ბუნებრივად, ათანაბრებს ტონს, ფორებს ვიზუალურად ამცირებს და სხვა ნაკლოვანებებსაც თვალისთვის უხილავს ხდის. მსუბუქი, სუნთქვადი ტექსტურა გამოსაყენებლადაც მარტივია და ხანგრძლივი ეფექტიც აქვს. ფორმულა უსაფრთხოა სენსიტიური და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაც.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტონების სპექტრი მსგავს პროდუქტებთან შედარებით ბევრად უფრო ვრცელია. როგორც წესი, სხვა ბრენდები მაქსიმუმ 10 ფერით შემოიფარგლებიან, კორეული ბესტსელერი კი 40 ტონალობაში გვხვდება.
კანის მოვლის ხაზი
კანის მოვლის ხაზი ემსახურება დატენიანებასა და კანის დამცველობითი ბარიერის აღდგენას/დაცვას. პროდუქტები ერთიან სისტემად იდეალურად მუშაობს, თუმცა თითოეული ცალ-ცალკეც ეფექტურია. სამ მათგანს ქვევით გაგაცნობთ:
- Milk Skin Toner ბევრისთვის ყველაზე საყვარელი პროდუქტია. 2% ნიაცინამიდით, ბრინჯის ქატოს ექსტრაქტით, კერამიდებითა და პანთენოლით გამდიდრებული ვეგანური ფორმულა ღრმად ატენიანებს და კანს ბუნებრივ ბზინვარებას უბრუნებს. ამასთან ერთად, აძლიერებს დამცველობით ბარიერსაც.
- SOS Serum კანის კონკრეტულ პრობლემებს წერტილოვნად ებრძვის. ხანგრძლივად ატენიანებს და ელასტიურობას უბრუნებს გამომშრალ კანს, ამშვიდებს მომატებულ მგრძნობელობას, აცხრობს ანთებას და აფერმკრთალებს მუქ ლაქებს. შემადგენლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიგლუტამინის მჟავა იმსახურებს, რომელიც, სავარაუდოდ, ათჯერ უფრო ეფექტურად ინარჩუნებს ტენს, ვიდრე ჰიალურონი.
- Ceramic Cream-ის ფორმულაში შედის შიის კარაქი, პოლიგლუტამინის მჟავა და მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც კანს კვებავს და დამცველ ბარიერს აღადგენს. კრემი შეიცავს კერამიდებს, ზეითუნის ზეთს, მაკადამიის თესლის ზეთსა და სხვა სასარგებლო ინგრედიენტებს.
საბოლოოდ, როცა ეფექტური პროდუქტი, სუფთა ფორმულები და მომხმარებლის ინტერესები ბრენდის ქვეშ ერთიანდება, წარმატება ფაქტობრივად გარდაუვალია.
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა წითელ და ნარინჯისფერ კუშონებს შორის?
წითელი უფრო ღრმა, ძლიერი დაფარვით ხასიათდება, ნარინჯისფერი კი უფრო მეტად მსუბუქია და ბზინვარე, სარკისერბრ ეფექტს იძლევა.
რამდენ ხანს ძლებს Cushion კანზე?
პროდუქტს ხანგრძლივი ეფექტი აქვს და თითქმის უნაკლო დაფარვას 72 საათით უზრუნველყოფს.
შეიცავს თუ არა ტირტირი SPF დაცვას?
დიახ, პროდუქტებს მზისგან დამცავი უნარი აქვს, მათ შორის, წითელი კუშონი SPF 40-ს შეიცავს.



