კახეთში ბევრი ადგილი შეიძლება მოიძებნოს, სადაც ბუნება მოგზაურობის მთავარი ნაწილია, თუმცა ალბათ ცოტაა ისეთი, სადაც ტბა, ტყე და მთის ხედი ერთდროულად, ერთი სივრციდან იშლება. Kvareli Lake Resort, სასტუმრო ყვარლის ტბაზე, სწორედ ამ კომბინაციით გამოირჩევა – კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, 44 ჰექტარზე გადაჭიმული ტბისა და ალაზნის ველის პანორამის ფონზე.
2010 წელს დაარსებული კომპლექსი წლების განმავლობაში გაფართოვდა: დაემატა ახალი კორპუსი და გაიზარდა ნომრების რაოდენობა, თუმცა საწყისი იდეა უცვლელი დარჩა – აქ ხედს ნომრის არჩევანი არ ცვლის. ტბა, ტყე და მთები სასტუმროს საერთო გამოცდილების მუდმივი ნაწილია. ზუსტად ეს მიდგომა განასხვავებს სასტუმრო ყვარლის ტბას ჩვეულებრივი დასასვენებელი ობიექტისგან.
რეზორტი, რომლიც არქიტექტურაც გარემოს ერგება
ამ მიდგომაში არქიტექტურა თავად გარემოს ნაწილია – შენობები ხედს არ ფარავს და ბუნებრივ ლანდშაფტთან კონკურენციაში არ შედის. სასტუმრო ყვარლის ტბაზე თავიდანვე კურორტის კონცეფციით განვითარდა და ეს კომპლექსის მოწყობაშიც იკითხება – ტერასული განლაგება შენობებს სხვადასხვა დონეზე ანაწილებს, თითოეულს ცალ-ცალკე კი ბუნებასთან პირდაპირი კავშირი აქვს. შედეგად, სასტუმროს სივრცე და მის გარშემო არსებული გარემო ერთიან ვიზუალურ იერსახეს ქმნის.
წლების განმავლობაში ეს პრინციპი თავად კურორტის იდენტობის ნაწილად ჩამოყალიბდა. დღეს ყვარლის ტბის რეზორტს სტუმრები კონკრეტულ ადგილთან და მისთვის დამახასიათებელ ხედებთან აკავშირებენ – ტბასთან, ტყესთან და კავკასიონის პანორამასთან. ამიტომ, აქ არქიტექტურა მხოლოდ შენობების ფორმასა და ვიზუალურ მხარეს არ განსაზღვრავს, ის მთლიანი სივრცის აღქმაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ნომრები ტბის ხედით – ერთი პრინციპი, სხვადასხვა ფორმატი
კომპლექსში ნომრების რამდენიმე კატეგორიაა წარმოდგენილი – სტანდარტული ნომრებიდან საპრეზიდენტო სუიტამდე, რაც სტუმარს საშუალებას აძლევს, მისთვის შესაბამისი ვარიანტი შეარჩიოს. განსხვავდება როგორც ნომრების ტიპები, ისე მათი სივრცითი გადაწყვეტა, თუმცა საერთო კონცეფცია ყველა კატეგორიაში თანმიმდევრულად არის შენარჩუნებული. აქ არჩევანი მხოლოდ ნომრის ზომით არ შემოიფარგლება – ნომრების მრავალფეროვანი ვარიანტები სხვადასხვა ტიპის მოგზაურობისთვის არის გათვლილი.
სასტუმროს დაგეგმვისას გათვალისწინებულია სტუმრების განსხვავებული საჭიროებებიც. კომპლექსში ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუმრებისთვის ადაპტირებული ნომერი, ასევე მოწყობილია პანდუსები და შესაბამისი სველი წერტილები. ამგვარად, სივრცის დაგეგმვისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუმრებისთვის სასტუმროში გადაადგილება და განთავსება მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს.
დასასვენებელი ტბასთან – ერთი დღის სხვადასხვა სცენარი
დასასვენებელი ტბასთან სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ადგილი ხდება მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ წყლის პირას დროის გატარების რამდენიმე განსხვავებული შესაძლებლობა აქვთ. აქ შეუძლიათ წყლის ველოსიპედით გასეირნება და თევზაობა, ტბის გარშემო მოწყობილ საფეხმავლო ბილიკზე გასეირნება, აუზში ცურვა ან სპა პროცედურებით სარგებლობა. სეზონურად ხელმისაწვდომია ექსკურსიებიც, რათა სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ, კახეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა რეზორტზე დასვენების პარალელურად მოინახულონ.
დღის მეორე ნახევარში არჩევანი უკვე კულინარიულ გამოცდილებაზე გადადის – სასტუმროს რესტორნებში სტუმრებს ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძები ხვდებათ, მენიუში კი ადგილობრივ პროდუქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ასე იცვლება დღის რიტმიც: დილა შეიძლება ტბაზე აქტივობით დაიწყოს, გაგრძელდეს გასეირნებით ან ექსკურსიით და საღამოს რესტორანში დასრულდეს.
რატომ რჩება ეს ადგილი მეხსიერებაში?
არჩევანი კახეთის სასტუმროებს შორის დღეს ფართოა, თუმცა ის, რაც სტუმარს წარუშლელ შთაბეჭდილებას უტოვებს, იშვიათად არის სერვისების ჩამონათვალი – ეს უფრო ხასიათია, რომელიც კონკრეტულ ადგილს კონკურენტებისგან გამოარჩევს. სასტუმრო ყვარლის ტბაზე ამ ხასიათს წლებია თანმიმდევრულად აშენებს, არქიტექტურიდან დაწყებული, ყოველდღიური დეტალებით დამთავრებული. რეზორტის გუნდში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის საერთო შთაბეჭდილება, რომელიც სხვადასხვა დეტალისგან იქმნება, მათ შორის ის, თუ როგორია სივრცე, რას ხედავ დილით ნომრიდან, როგორ ატარებ დღეს, რა არჩევანი გაქვს ადგილზე და როგორ სრულდება საღამო.
თუ გსურთ, გაეცნოთ კონკრეტული ნომრების ტიპებს, პირობებსა და ხელმისაწვდომ ვარიანტებს, ეწვიეთ რეზორტის ვებგვერდს ან დაუკავშირდით სასტუმროს პირდაპირ ნომერზე: + 995 577 11 07 15




