aviabiletebi

საიტის ლოგო

საიტის დასახელება

კატეგორია

საიტის აღწერა

მამქოზი ინოვაციურ პროდუქციას სპეციალურად თანამედროვე დედებისა და ჩვილების კომფორტისთვის ქმნის. ის მომხმარებლებს სთავაზობს უსადენო, პორტატულ რძის საწველ აპარატებს, ერგონომიულ ორსულის ქამრებსა და სხვადასხვა საჭირო აქსესუარებს. ისინი ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს, ზოგავს დროს და დედებს სრულ გადაადგილების თავისუფლებას ანიჭებს.

რატომ ირჩევენ თანამედროვე დედები ამ ბრენდს?

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი დედებისგან დიდ ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას მოითხოვს. ამ დროს ხარისხიან აქსესუარებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბრენდი მამქოზი ქმნის პროდუქტებს, რომლებიც იდეალურად პასუხობს ახალბედა მშობლების გამოწვევებს. თითოეული ნივთი მზადდება უსაფრთხო, ეკოლოგიური მასალებისგან და მორგებულია ქალის სხეულის ანატომიაზე. ბრენდის ორიგინალი პროდუქცია საქართველოში ექსკლუზიურად სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელი მისთვის სასურველ მოდელს მარტივად იპოვის.

რძის საწველი აპარატი – სხვადასხვა მოდელი განსხვავებული საჭიროებისთვის

ჯპს-ში დაგხვდებათ ბრენდის რამდენიმე მოდელი, რომლებიც განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს. ერთ-ერთი მათგაანია S9 Pro. ეს არის ორითავიანი ელექტრო მოდელი, რომელიც ერთდროულად ორივე მკერდიდან გამოწველის შესაძლებლობას იძლევა. მას აქვს LED ეკრანი, ორი სამუშაო რეჟიმი და ცხრა რეგულირებადი დონე. მომხმარებელს შეუძლია პარამეტრები საკუთარ საჭიროებებს მოარგოს. მოწყობილობა ჩუმად მუშაობს, სრულად დამუხტვის შემდეგ კი მისი 6-8-ჯერ გამოყენებაა შესაძლებელი.

კიდევ ერთი მოდელია V1 Pro, რომელიც Hands-Free გამოყენების შესაძლებლობით გამოირჩევა. მოწყობილობას სამი რეჟიმი და ცხრა რეგულირებადი დონე აქვს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სტიმულაციის, გამოწველის ან კომბინირებული რეჟიმი. კომპაქტური დიზაინი და დიდი მოცულობის კონტეინერი ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს.

ეს ინოვაციური რძის საწველი აპარატი შექმნილია იმისთვის, რომ გამოწველის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს და დედამ ყოველდღიური საქმეების შესრულებაც შეძლოს. თანამედროვე რძის საწველი აპარატი დედებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

ორსულის ქამარი – დამატებითი მხარდაჭერა ორსულობის პერიოდში

ორსულობის განმავლობაში სხეულის დატვირთვა ეტაპობრივად იზრდება. მუცლის ზრდასთან ერთად ბევრი ქალი წელისა და მუცლის არეში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური ორსულის ქამარი.

სწორად შერჩეული ორსულის ქამარი სხეულს უფრო სტაბილურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მისი გამოყენება განსაკუთრებით კომფორტულია ხანგრძლივი სიარულის, დგომის ან ყოველდღიური საქმიანობის დროს.

ჯპს-ში ხელმისაწვდომია ბრენდის ერგონომიული მოდელები, რომლებიც სხეულის ფორმებს ბუნებრივად ერგება. Ergowrap-ის ერგონომიული დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ეს ორსულის ქამარი ტანსაცმლის ქვეშაც კომფორტულად ატაროთ. თანაც, მოძრაობის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მამქოზი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ აქტიურობა მშობიარობამდე.

ქამარი მშობიარობის შემდეგ გამოსაყენებლად

ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გამოსაყენებელი მოდელიც. ის მუცლისა და წელის არის დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ყოველდღიური მოძრაობისას დატვირთვის შეგრძნებას ამცირებს.

ერგონომიული დიზაინი სხეულზე თანაბრად ნაწილდება, რბილი მასალა კი ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კომფორტულია. პრაქტიკული მამქოზი აქსესუარები საუკეთესო ინვესტიციაა საკუთარ ჯანმრთელობაში.

რატომ უნდა აირჩიოთ Momcozy?

ხარისხიანი ნივთების შერჩევა გადამწყვეტია დედობის პირველ ეტაპებზე. სწორედ ამიტომ, ბევრი მომხმარებელი ირჩევს ბრენდ momcozy-ს, რომლის პროდუქციაც გამოირჩევა გამძლეობით, დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მიდგომებით.

თუ გსურთ, რომ თქვენი ყოველდღიურობა იყოს მშვიდი, ბრენდ momcozy-ს პროდუქტები ნამდვილად სწორი არჩევანია.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევარჩიოთ მამქოზი რძის საწველი აპარატის ზომა სწორად?

სწორი ზომის შერჩევა დამოკიდებულია დვრილის დიამეტრზე. კომპლექტში მოჰყვება სპეციალური სახაზავი და სხვადასხვა ზომის სილიკონის ჩანართები. მათი საშუალებით მარტივად შეარჩევთ ზომას, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულად მოგერგებათ.

შეიძლება თუ არა ორსულთა ქამრის ტარება მთელი დღის განმავლობაში?

ქამრის ტარება რეკომენდებულია აქტიური მოძრაობის, დგომის ან სიარულის დროს. უმჯობესია მისი მოხსნა წოლის, ძილის ან ხანგრძლივი ჯდომის დროს, რათა სხეულმა სრულად დაისვენოს.

სად შეიძლება ბრენდის ორიგინალი პროდუქციის შეძენა საქართველოში?

ბრენდის ორიგინალი და სერტიფიცირებული პროდუქცია ექსკლუზიურად სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში დაგხვდებათ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები ფილიალებში ან ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ.

თეგები:

ყველა კატეგორია

iafi aviabiletebi