aviabiletebi

საიტის ლოგო

საიტის დასახელება

kvarelilakeresort.ge

კატეგორია

საიტის აღწერა

სასტუმრო კახეთში აუზით – ეს არის ის, რასაც ზაფხულის დასვენების დაგეგმვისას ყველაზე მეტი ადამიანი ეძებს. თუმცა, როცა საქმე რეალურ განტვირთვას ეხება, აუზთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად გარემო, სივრცე და მომსახურების ხარისხი. 

სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობით გამოირჩევა ყვარლის ტბის რეზორტი, რომელიც სტუმრებს დასვენების სრულიად სხვა, პერსონალიზებულ და განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

თბილისიდან 158 კილომეტრში, უშუალოდ ყვარლის ტბის პირას გაშენებული კომპლექსი 100 ნომერს, რამდენიმე რესტორანსა და სპა ცენტრს აერთიანებს. აქაური ინფრასტრუქტურა რელაქსაციასა და აქტიურ დასვენებაზეა გათვლილი, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, სრული განტვირთვა მრავალფეროვან აქტივობებს შეუთავსონ. აქ დაგხვდებათ როგორც 25-მეტრიანი დახურული აუზი წლის ნებისმიერ დროს, ისე ღია სეზონური აუზი, საიდანაც კახეთის უნიკალური ხედები იშლება.

რატომ არის ყვარლის ტბის რეზორტი ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო კახეთში?

მთავარი მიზეზი კომპლექსის მულტიფუნქციურობაა – ის თანაბრად ერგება სხვადასხვა ტიპის ვიზიტს, იქნება ეს მშვიდი ოჯახური დასვენება, თუ მასშტაბური კორპორაციული შეკრება. 2024 წელს განახლებული სივრცეები კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ხარისხის სტაბილურობაზე, რაც სტუმრისთვის პირველივე წუთიდან ყველა დეტალში იგრძნობა.

რეზორტის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ რეკრეაცია მხოლოდ აუზით არ შემოიფარგლება და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დასვენება ადგილობრივ, ავთენტურ გამოცდილებებს შეუთავსონ. კულინარიული და ღვინის ტურები კახური ტრადიციების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, ტბაზე კატერით გასეირნება გარემოს სულ სხვა რაკურსით აღმოგაჩენინებთ, ხოლო მოწესრიგებული ბილიკები რეზორტის გარშემო, იდეალურია მათთვის, ვისაც ბუნებაში ველოსიპედით აქტიური მოძრაობა ანიჭებს სიამოვნებას. სწორედ სერვისებისა თუ აქტივობების ეს მრავალფეროვნება განაპირობებს იმას, რომ ყვარლის ტბის რეზორტი რეგიონში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციაა.

რას ირჩევენ სტუმრები სინამდვილეში: აუზი, ხედები თუ სერვისი?

სტუმრების არჩევანზე, როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ლოკაცია, ნომრის კატეგორია, ფასი და ხელმისაწვდომი სერვისები. ყვარლის ტბის რეზორტის შემთხვევაში კი ამ კომპონენტებს ერთი საერთო მახასიათებელი აერთიანებს – თითოეული მათგანი კონკრეტულ, მაღალ სტანდარტზეა ორიენტირებული. შესაბამისად, განმეორებითი ვიზიტის მთავარი მიზეზიც ხშირად სწორედ ეს ერთიანი ხარისხი ხდება და არა რომელიმე ცალკეული სერვისი.

მომსახურების მხრივ, კომპლექსი ისეა ორგანიზებული, რომ სტუმარს გადაწყვეტილებების მიღებაზე მინიმალური დრო ეხარჯება. ტრანსფერი, კვება, ექსკურსიები თუ სპა-პროცედურების დაგეგმვა –  ყველაფერი ერთ სივრცეში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე წყდება. დასვენებისას კი ამგვარი სიმარტივე და სერვისების ასეთი სტაბილურობა ხშირად აჩენს იმ იშვიათ განცდას, თითქოს შენი კომფორტი წინასწარ, უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი.

დაგეგმეთ ვიზიტი – ნომრები, ფასები და დაჯავშნის პირობები

ყვარლის ტბის რეზორტი სტუმრებს ნომრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპლექსის ქართულ კორპუსში განთავსებულია სტანდარტული და სუპერიორ კატეგორიის ოთახები, ხოლო ევროპული კორპუსი უფრო მაღალი კლასის ნომრებს – დელუქსს, ჯუნიორ სუიტს, ტერასიან სუიტებსა და საპრეზიდენტო აპარტამენტს ეთმობა. ყველა მათგანი აღჭურვილია სრული კომფორტისთვის აუცილებელი ინვენტარით.

სასტუმროში ფასები სეზონურობისა და კატეგორიების მიხედვით იცვლება. ყველაზე დატვირთული პერიოდი ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ამიტომ, ზაფხულისთვის რეკომენდებულია ჯავშნის წინასწარ გაფორმება. 

თავისუფალი თარიღების გადამოწმება კი რეზორტის ვებგვერდზეა შესაძლებელი. სპეციალური პაკეტებისა თუ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ სასტუმროს გუნდს ნომერზე: +995 577 110 715 – ისინი დაგეხმარებიან თქვენს საჭიროებებზე მორგებული ვარიანტის შერჩევაში.

ხშირად დასმული კითხვები 

  1. შესაძლებელია თუ არა, აუზით სარგებლობა ზამთარში?

დიახ, თუ თქვენთვის პრიორიტეტულია სასტუმრო კახეთში აუზით, რომელიც ზამთარშიც ფუნქციონირებს, რეზორტი გთავაზობთ დახურულ პანორამულ აუზს.

  1. არის თუ არა ყვარლის ტბის რეზორტი შესაფერისი სასტუმრო კახეთში ოჯახური დასვენებისთვის?

დიახ, ყვარლის ტბის რეზორტი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო გარემო, აუზები, სპა და აქტივობები სრულყოფილი განტვირთვისთვის ყველა პირობას ქმნის.

  1. რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნოთ ნომერი?

ნებისმიერ სეზონზე, მაგრამ  განსაკუთრებით ზაფხულში, სასურველია, რომ ჯავშანი რამდენიმე კვირით ადრე გააფორმოთ. ეს დაგეხმარებათ, თავისუფლად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კატეგორიის ნომერი და ხედი. ადრეული ჯავშანი ხშირად ასევე საუკეთესო გზაა სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობისთვის.

თეგები:

ყველა კატეგორია

iafi aviabiletebi